Sunday, April 17, 2016

მეცხრე დღის რეფლექსია

დღე დაიწყო დიფერენცირებული  სწავლების კითხვარის შევსებით. დავასრულეთ მუშაობა პროექტის გეგმის შაბლონზე
განვათავსეთ პორტფოლიო ბლოგზე და მოვაწესრიგეთ. გავაკეთეთ პრეზენტაციები და მივიღეთ სასარგებლო უკუკავშირი. ტრენინგი დასრულდა ჩემთვის სასარგებლოთ. დიდი მადლობა.

Saturday, April 16, 2016

პროექტის პორტფოლიო


ჩემ შესახებ


მერვე დღის რეფლექსია

დღეს ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკის ჩასწორებაზე და გადმოტანაზე ჩვენს ბლოგში. ასევე ბლოგზე გამოვაქვეყნეთ მოსწავლის პრეზენტაცია.

მოსწავლის პრეზენტაცია


Sunday, April 3, 2016

მეხუთე დღის რეფლექსია

ვიმუშავეთ შეფასების დროის ჩარჩოზე და მივიყვანე ბოლომდე. გავიხსენეთ გუგლ დრაივში დოკუმენტის განთავსებაზე. დრაივში განვათავსეთ პორტფოლიო და გავასაჯაროეთ. 

პროექტის პორტფოლიო



           პორტფოლიო იხილეთ აქ....


Saturday, April 2, 2016

მეოთხე დღის რეფლექსია

ტრენინგი დაიწყო წინა დღეების მუშაობის გახსენებით. გავარჩიეთ თუ რამდენად სწორად გვქონდა ბუკლეტები შესრულებული, მივიღეთ შენიშვნები, რომლებსაც აუცილებლად გავითვალისწინებთ. შემდეგ ვიმუშავეთ პროექტის მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე, რომელზეც ტრენერისაგან მივიღეთ ძალიან კარგი უკუკავშირი. შევქმენით შეფასების დროის ჩარჩო, რომელზე მუშაობასაც გავაგრძელებთ მომდევნო სატრენინგო დღეს.

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

ზოგადი კითხვა:


  • რატომ ახდენს გავლენას მმართველ პირთა მოღვაწეობა სახელმწიფოებზე?



თემატური კითხვები:

  • რა როლი შეასრულა კათულიკურ ეკლესიასა და ტიუდორებს შორის დაპირისპირებამ ინგლისის იტორიაზე?

  • როგორ გადააქცია ელისაბედმა ინგლისი უძლიერეს სახელმწიფოდ?


შინაარსობრივი კითხვები:


  • ვინ არიან ტიუდორები?
  • როდის მოხდა განხეთქილება კათოლიკურ ეკლესიასა და ანგლიკანურ ეკლესიას შორის?
  • რა რეფორმები გაატარა ელისაბედმა ქვეყნის გასაძლიერებლად?

Sunday, March 13, 2016

მესამე დღის რეფლექსია

ჩემთვის სასიამოვნო იყო კოლეგებთან უკუკავშირი ,რომელიც ერთმანეთს გავუზიარეთ მოსწავლეთა სასწავლო მიზნების ჩამოყალიბების შემდე. მოვიძიეთ პროეტის იდეის შესაბამისი სტანდარტი. ვიმუშავეთ ბლოგში, რომელიც უფრო გამიადვილდა წინა დღესთან შედარებით.

პროექტის სასწავლო მოზნები/სწავლის შედეგები

მოსწავლეები შეძლებენ:

  • გაეცნონ თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ელისაბედის მეფობის ხანა ინგლისისათვის.
  • მოიძიონ ინფორმაცია ელისაბედის მიერ გატარებული საშინაო და საგარეო რეფორმების შესახებ, მოახდენენ მოძიებული მასალის სისტემატიზაციას.
  • სხვადასხვა ბეჭვდითი თუ ელექტრონული წყაროდან მიღებული ინფორმაციის სისტემატიზაციას,შეფასებას და ორგანიზებას.

Saturday, March 12, 2016

მეორე დღის რეფლექსია


მეორე დღე:
  • ვისწავლეთ ბლოგის შექმნა
  • განვათავსეთ ბლოგში თემა და იდეა პროექტისა
  • დავიწყეთ ბროშურაზე მუშაობა

Friday, March 11, 2016

პროექტის იდეა

თემა: ,,ოქროს ხანა ინგლისის ისტორიაში - დედოფალი ელისაბედი"

ამ პროექტის საშუალებით ბავშვები გაიგებენ თუ რა ცვლილებები მოხდა ინგლისის ისტორიაში ელისაბედის გამეფების შემდეგ. განსაზღვრავენ ქალის როლს პოლიტიკაში, მის მიერ გატარებულრეფორმებს, რომლებმაც ინგლისი შუა საუკუნეების უძლიერეს სახელმწიფოდ გადააქცია.